HSBC-ის ახალი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჟორჟ ელხედერი, მუშაობს წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ხარჯების შემცირების გეგმაზე და ამ გეგმამ შეიძლება მოიცვას ბანკის ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, იტყობინება Financial Times–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების ცნობით, ელხედერი სერიოზულად განიხილავს იურიდიულ პირებთან მუშაობის განყოფილების გაერთიანებას განყოფილებასთან, რომელიც დაკავებულია გლობალური ბანკინგით და ოპერაციებით მსოფლიო ბაზრებზე. ახალ ბიზნეს სტრუქტურას შეიძლება უხელმძღვანელოს სურენდრა როჩამ, რომელიც ხელმძღვანელობს ოპერაციებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.