Bonhams-ის აუქციონის სახლი აუქციონზე 1945 წლის მოსავლის La Tâche-ის იშვიათ ბოთლს გამოიტანს, – ამის შესახებ Decanter წერს. Bonhams-ის ცნობით, ღვინის ეს ბოთლი პარიზში გასამართ აუქციონზე მთავარი ლოტი იქნება. La Tâche მზადდება ყურძნისგან ცნობილი გრანდ კრუ ვენახის La Tâche-დან, კომუნაში Vosne-Romanée, ბურგუნდიის Côte de Nuits რეგიონის გულში. ვენახი მოიცავს 6 ჰექტარს და ეკუთვნის Domaine de la Romanée-Conti-ს.
La Tâche-ის ვენახში წარმოებული ღვინო არის გამორჩეული სტრუქტურის მქონე, სრულსხეულიანი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მოთხოვნადი ღვინო. Bonhams-ის მიერ წარმოდგენილი ბოთლი Domaine Hubert Lignier-ის სარდაფიდანაა. ღვინო ბორდოს მამულის მფლობელის კოლექციაში 1974 წლიდან ინახება.
თავად აუქციონი 7 ნოემბერს Bonhams-ის ოფისში გაიმართება და მასში Domaine Hubert Lignier-ის სარდაფებიდან აღებული 30 ლოტი იქნება წარმოდგენილი.