ფოთოლცვენის სეზონი პიკს აღწევს — ახლა საუკეთესო დროა, გარეთ გახვიდეთ და ოქროსფერი ფერებით დატკბეთ. ახლა კი, ახალი კვლევის წყალობით, კითხვას, თუ სად წავიდეთ, პასუხი გაეცა.
IgluCruise-მა შეაფასა 40 პოპულარული მიმართულება — ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ფართოფოთლოვანი მცენარეულობის სიმჭიდროვე, შემოდგომაზე მზის ნათების ხანგრძლივობა, ადგილობრივი ტურების ხელმისაწვდომობა და ინტერნეტში ძიების მაჩვენებლების ზრდა — და შეადგინა შემოდგომის ფერებით ტკბობისთვის საუკეთესო 10 ადგილის სია.
გასაკვირია, მაგრამ პირველი ადგილი ახალმა ინგლისმა ვერ დაიკავა. ამის ნაცვლად, ეს პატივი კანადის ქალაქ კვებეკს ერგო — ხეების სიმჭიდროვის, იქ დაგეგმვადი ექსკურსიების სიმრავლისა და საძიებო მოთხოვნების ზრდის წყალობით.
მეორე ადგილი იაპონიის ქალაქ კიოტოს ერგო. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება Momijigari–ს — შემოდგომის ფერადი ფოთლების თვალიერების ტრადიციას. იაპონიის მეტეოროლოგიური კორპორაცია (JMC) ყოველწლიურად აქვეყნებს პროგნოზს იმის შესახებ, თუ როდის არის საუკეთესო დრო წითელი ნეკერჩხლებისა და ყვითელი გინკოების სანახავად. 2026 წელს კიოტოში წითელი ფოთლების სანახავად საუკეთესო დრო 11 დეკემბერია, გინკგოს ფოთლები კი დაახლოებით 27 ნოემბერს გაყვითლდება.
მესამე ადგილი ვერმონტის შტატის ქალაქ ბერლინგტონს ერგო. სიაში აშშ ლიდერობდა — მასში, ჯამში, ოთხი ამერიკული ადგილი მოხვდა: პორტლენდი (მეინი — მეოთხე ადგილი), ჯექსონი (ნიუ-ჰემფშირი — მეხუთე ადგილი) და ბარ-ჰარბორი (მეინი — მეშვიდე ადგილი).