აშშ-სთან გარიგების შემდეგ რუსეთმა დიზელის საწვავის წარმოება გაზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსული გადამამუშავებელი ქარხნები დიზელის საწვავის წარმოებას ზრდიან მას შემდეგ, რაც მთავრობამ დიზელის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა და გარიგების ფარგლებში აშშ-ისთვის მისაწოდებლად კვოტები გაზარდა.
წყაროების ცნობით, სექტემბრის თვეში რუსეთში დიზელის საწვავის დღიური წარმოება 175000 ტონა იყო, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში 160000 ტონამდე შემცირდა, ხოლო თვის მეორე ნახევარში წარმოება დღე-ღამეში 180000 ტონამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანდა ექსპორტზე 300000 ტონა დიზელის საწვავს, ანუ 2.25 მილიონ ბარელს. მისი თქმით, ამას ნოემბერში 500000 ტონის, ხოლო ამის შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონის მიწოდება მოჰყვება.
დიზელის გარიგების ფარგლებში მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელსაც 40000 ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, ნიუ-იორკისკენ 23 ოქტომბერს გაემართა.
ipn.ge