იაპონური ავტომწარმოებლის, Honda Motor-ის მოგება მესამე ფისკალურ კვარტალში (2025 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) 61%-ით შემცირდა აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფებისა და ელექტრომობილების ბიზნესთან დაკავშირებული რესტრუქტურიზაციის ხარჯების გამო, იტყობინება Reuters.
ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ კვარტალური ოპერაციული მოგება 153.4 მილიარდი იენის (987.07 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით მიიღო, რაც წლიურ მაჩვენებელთან შედარებით 61.4%-ით ნაკლებია.
კომპანიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ელექტრომობილების ბაზარი მკვეთრად შემცირდა, რადგან სტიმულები შემცირდა და მოთხოვნამაც დაიკლო, რამაც ცხრათვიანი პერიოდის ოპერაციული მოგება თითქმის 270 მილიარდი იენით (1.74 მილიარდი აშშ დოლარით) შეამცირა. აშშ-ის ტარიფებმა კი ეს შედეგები ამ პერიოდისთვის კიდევ 280 მილიარდი იენით (1.8 მილიარდი აშშ დოლარით) შეამცირა.
მიუხედავად ამისა, აშშ კვლავ Honda-ს ძირითად ბაზრად რჩება, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში მისი გლობალური გაყიდვების ორ მეხუთედზე მეტს შეადგენს.