იაპონურმა კომპანია Hitachi-მ და ChatGPT-ის დეველოპერმა OpenAI-მ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, გლობალური ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და ენერგოეფექტური მონაცემთა ცენტრების ქსელის განვითარებაში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.
ამის შესახებ Hitachi-მ სოციალურ ქსელში განაცხადა თავის მენეჯმენტსა და OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორს, სემ ალტმანს შორის შეხვედრის შემდეგ.
პარასკევს ტოკიოში ვაჭრობაზე Hitachi-ს აქციები 10.3%-ით გაიზარდა და Nikkei 225 ინდექსის კომპონენტებს შორის ლიდერი გახდა.