Henkel-მა რუსული აქტივების გაყიდვის ხელშეკრულება დაასრულა. როგორც იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრიდან ირკვევა, გერმანული Henkel AG & Co აღარ ფლობს შპს Henkel Rus-ს. 21 აპრილიდან რუსული იურიდიული პირი 100%-ით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული Lead Holding Ltd-ს ეკუთვნის. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს.
მანამდე Henkel-მა განაცხადა, რომ აქტივები 54 მილიარდ რუბლად გაიყიდებოდა ინვესტორთა კონსორციუმზე. სადაც გაერთიანებულია იქნებოდა 3 რუსული კომპანია: Augment Investments-ი, Kismet Capital-ი და Elbrus Services-ი.
Henkel-მა რუსეთიდან გასვლა 2022 წლის აპრილში გადაწყვიტა და 2023 წლის მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აქტივების პირველი კვარტლის ბოლომდე გაყიდდა. Henkel-მა შეწყვიტა ოპერირება რუსეთში 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შეწყვიტა და 1 იანვრიდან დაიწყო მუშაობა, როგორც Lab Industries-იმ.
Henkel რუსეთში 1991 წლიდან მუშაობს. 2022 წლის ბოლოს, კომპანიის ცნობით, იგი ფლობდა ქარხნებს პერმში, სარატოვის ოლქში (ენგელსი), ლენინგრადის რეგიონში, სტავროპოლის მხარეში, ულიანოვსკის, ნოვოსიბირსკის და ჩელიაბინსკის რეგიონებში, ასევე ორ საწარმოს მოსკოვის რეგიონში.
Henkel-ის აქციონერთა კომიტეტისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სიმონ ბაჯელ-ტრას განცხადებით, რუსული ბიზნესის ყოველწლიური შემოსავალი 1,06 მილიარდ დოლარი იყო. გასაყიდად გამოტანილი აქტივები (საწარმოები რუსეთის ფედერაციაში პლუს ერთი ქარხანა ბელორუსიაში) კომპანიამ შეაფასა 673 მილიონი ევრო.
რუსული მედიის ცნობით, Хенкель Рус-ის შემოსავალი 2021 წელს 13,1%-ით გაიზარდა და 95,14 მლრდ რუბლი შეადგინა, წმინდა მოგება - 7,48 მლრდ რუბლი იყო, წინა წელში 7,84 მლრდ-ის წინააღმდეგ. 2022 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.