მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც - „ჰარი პოტერის სარკინიგზო მარშრუტზე“ მატარებლის მემანქანეებს ეძებენ, ამის შესახებ BBC წერს. პერსონალს ScotRail-ი ეძებენ.
ვებსაიტმა Hijobs, რომელიც ScotRail-ის სახელით ახორციელებს რეკრუტირებას, ამ ვაკანსიებს „საოცნებო სამუშაო" უწოდა. წარმატებული კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 20 წლის და უნდა გაიაროს გარკვეული სამედიცინო გამოკვლევები. სამუშაოს საწყისი ხელფასი 32,968 გირვანქა სტერლინგია, მაგრამ კვალიფიკაციის შემდეგ შეიძლება 58,028 გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდოს.
ScotRail-ის ინფორმაციით, პერსონალი ფორტ უილიამში განთავსდება და რეგულარულად იმოგზაურებს დასავლეთის ჰაილენდის ხაზზე. რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გლაზგოს ობანთან და ასევე ფორტ უილიამთან, მალაიგთან და მგზავრები მიჰყავს იმ ადგილებში, რომლებიც ჰარი პოტერის ფილმებშია ნაჩვენები. ლოკაციები მოიცავს ასევე გლენფინანს, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში გამოჩნდა.
2009 წელს დამოუკიდებელი ტურისტული ჟურნალის Wanderlust-ის მკითხველებმა მსოფლიოში საუკეთესო სარკინიგზო მარშრუტად დასავლეთის ჰაილენდის ხაზი დაასახელეს, რომელმაც პერუს და ტრანსციმბირის ექსპრესის სარკინიგზო გაზებს გადაუსწრო.
გლაზგოდან (შოტლანდია) ხაზი კრიანლარიხში მიდის და იქიდან ან ლოხ ავეს გავლით ობანში, ან რანოჩ მურის გავლით, ფორტ უილიამსა და მალაიგში მიემგზავრება. Harry Potter and the Chambers of Secrets-ის („ჰარი პოტერისა და საიდუმლო პალატა“) და Harry Potter and the Prisoner of Azkaban-ის („ჰარი პოტერისა და აზკაბანის ტყვე“) სცენები გადაღებულია გლენფინანის ვიადუკზე.