Goldman Sachs–ის ანალიტიკოსებმა ნავთობის ფასების პროგნოზები მიმდინარე და მომავალი წლის ბოლოსთვის გაზარდეს, გლობალურ ბაზარზე საწვავის მიწოდების შეფერხების შესახებ გაზრდილი რისკების ფონზე.

ბანკის ანალიტიკოსების ანგარიშის თანახმად,  Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2026 წლის დეკემბერში ბარელზე 105 დოლარი იქნება, რაც ადრე მოსალოდნელ 90 დოლართან შედარებით მეტია. 2027 წლის საშუალო ფასის პროგნოზი ბარელზე 80 დოლარიდან 88 დოლარამდე გაიზარდა.

„მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების რისკები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში რისკის პრემიას გაზრდის“, - წერენ ანალიტიკოსები. ბაზრები სულ უფრო მეტად ელიან ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ, რამაც შეიძლება რეგიონიდან მიწოდების შემდგომი შემცირება გამოიწვიოს.

ვრცლად interfax - ზე