ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, მსოფლიო მასშტაბით სუვერენულ და კორპორატიულ ობლიგაციებზე დავალიანების მთლიანმა მოცულობამ 100 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

გასულ წელს მთავრობებმა და კომპანიებმა ვალის ბაზრებზე დაახლოებით 25 ტრილიონი დოლარი შეაგროვეს, რაც 10 ტრილიონი დოლარით მეტია კოვიდამდელ დონესთან შედარებით და სამჯერ მეტი 2007 წელთან შედარებით.

OECD-ის ქვეყნებში 2024 წელს მთავრობის ახალმა სესხებმა 15,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა, განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო ვალმა 2,8 ტრილიონი დოლარი, კორპორატიულმა ობლიგაციებმა კი 6,1 ტრილიონი დოლარი.

უმსხვილესი მსესხებლების ხუთეულზე (აშშ, იაპონია, საფრანგეთი, იტალია და გაერთიანებული სამეფო) მოვიდა  OECD-ის ქვეყნებში სესხის აღების 85%-ზე მეტი.

rbc