გლობალისტი ნაძირალები, გარყვნილები და ნარკომანები არიან, - წერს რუსი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი, რომელიც 2008 წელს თბილისში რუსული ტანკებით შესვლას ითხოვდა.
„ქართველებმა უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მამაცობა. სამყაროში გლობალისტების აგონია მიმდინარეობს. საქართველომდე უკანასკნელმა ტალღებმა მიაღწია. ვაშინგტონში ბაიდენმა საკუთარი შვილი შეიწყალა, მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულებულია. ეს ფინალია. მაგრამ ამერიკის გარეთ, თავში სასიკვდილოდ დაჭრილი გლობალური სიბილწე ჯერ კიდევ მძვინვარებს.
თუ ქართული ოცნება გაძლებს, საქართველო შეინარჩუნებს სუვერენიტეტსა და საკუთარ ტრადიციულ ღირებულებებს. ისინი, ვინც დღეს ცოფებს ყრიან თბილისში, არა ქართველები, არამედ გლობალისტი ნაძირალები, გარყვნილები და ნარკომანები არიან. ისინი განასახიერებენ საქართველოს აღსასრულს. “, - ამბობს დუგინი.