გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი თავდამსხმელი რჩეულ თერთმეტეულში ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა დაასახელა.

ლა ლიგის 23-ე ტურში გიორგი მიქაუტაძემ „ესპანიოლთან“ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, რითაც „ვილიარეალის“ გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.

Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.7 ქულით შეაფასა და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში უკვე 10 საგოლე მოქმედებაა – 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

წყარო: პირველი არხი