საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველადი შეფასებით, საფრანგეთში ღვინის წარმოება წელს 34 მილიონ ჰექტოლიტრზე დაბლა დაეცემა. ეს გასული წლის მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია და ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლები.

ეს მდგომარეობა განპირობებულია ფართობების შემცირებით, ასევე იმით, რომ ძლიერმა გვალვამ და სიცხემ ვენახები დააზიანა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს წელი ღვინის წარმოებისთვის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იქნება, იტყობინება Reuters.

წყარო: interfax