„ყველაფერი კარგად არის. მალე დავბრუნდები. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დერბიში დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ“, – წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში „ევერტონთან“ 2:1 მოგებულ მატჩში მუხლი დაიზიანა, დაახლოებით ოთხი კვირა ვერ ითამაშებს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გრეგ ევანსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. მისი დაბრუნების ვადები დამოკიდებულია ჭრილობის შეხორცებაზე, რასაც დაახლოებით 2-3 კვირა დასჭირდება.
ამ შემთხვევაში ფრედი ვუდმენი, გუნდის ნომინალური მესამე მეკარე, სეზონის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში მერსისაიდერების სასტარტო მეკარე გახდება. ალისონ ბეკერი კი, სავარაუდოდ, ტრავმის შემდეგ 3 მაისს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 35-ე ტურის მატჩში დაბრუნდება.