გერმანულმა კომპანია ZEISS-მა სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ახალი ილუმინატორები წარადგინა, რომლებიც გამჭვირვალე ჰოლოგრაფიული ეკრანების ფუნქციას ასრულებენ. ეს ნიშნავს, რომ თვითმფრინავის ილუმინატორს ახლა შეუძლია მგზავრებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პირდაპირ მათი ხედვის არეში – მარშრუტის რუკიდან და ფრენის სიჩქარიდან დაწყებული, ბორტზე არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციით დამთავრებული.
ამავდროულად, ილუმინატორიდან ხედი არ იკარგება – გამოსახულება გამჭვირვალე მინაზეაგადაფარებული. დისპლეები შეუფერხებლად არის ინტეგრირებული თვითმფრინავის ინტერიერში და ვიზუალურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ილუმინატორისგან, როდესაც ისინი არ გამოიყენება.
ეს ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ევროპისა და ამერიკის კოსმოსური სააგენტოების, ESA-სა და NASA-ს, მისიებში და ამჟამად მზადაა სამოქალაქო ავიაციაში დანერგვისთვის. როგორც დეველოპერები გვპირდებიან, ის არა მხოლოდ თავისი ფუტურისტული დიზაინით მოხიბლავს მოგზაურებს, არამედ გახსნის ახალ შესაძლებლობებს ბორტზე ინფორმაციასთან ურთიერთქმედებისთვის დამატებითი ეკრანებისა და მოწყობილობების საჭიროების გარეშე.
ფანჯრების გარდა, ZEISS-მა თვითმფრინავების ინტერიერისთვის განკუთვნილი სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებებიც წარმოადგინა, როგორიცაა გამჭვირვალე დისპლეებით აღჭურვილი ტიხრები და უკონტაქტო ჰოლოგრაფიული მართვის ინტერფეისები.