გერმანია გეგმავს 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს შეძენილი Commerzbank AG წილების შემცირებას, იტყობინება გერმანიის ფინანსური სააგენტო.

სახელმწიფო ფლობს Commerzbank-ის აქციების 16,49%-ს. ამ წილის ღირებულება, FactSet-ის შეფასებით, დაახლოებით 2,56 მილიარდ ევროს შეადგენს.

გერმანიის ხელისუფლებამ Commerzbank-ს ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად კრიზისის დროს 18,2 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია.

interfax