Reuter-ის ინფორმაციით, გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFB),  Adidas-თან თანამშრომლობა დაასრულა. გავრცელებული განცხადებით, 2027 წლიდან, ასოციაციის ოფიციალური მიმწოდებელი სპორტული ტანსაცმლის ამერიკული ბრენდი Nike-ი გახდება.

ახალი გარიგებით, 2027 წლიდან 2034 წლამდე, გერმანიის ყველა ეროვნულ გუნდს სწორედ Nike-ი მოამარაგებს.

„პარტნიორობა საშუალებას მისცემს DFB-ს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გერმანული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით იმუშაოს“, – ნათქვამია ასოციაციის პრეზიდენტ ბერნდ ნოიენდორფის განცხადებაში.

გადაწყვეტილების შესახებ Adidas-ი უკვე ინფორმირებულია. გერმანული ფირმის განცხადებით, ასოციაციამ მათ ხუთშაბათს აცნობა, რომ მოქმედი კონტრაქტის შემდეგ, Adidas-თან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ იგეგმება.

ცნობისთვის,  2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით „ევრო 2024“-ს უმასპინძლებს.