ახალ საერთაშორისო კვლევაში, გერმანიამ ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავაზიანობის მხრივ პირველი ადგილი დაიკავა - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კვლევა ამერიკულმა სააგენტო Remitly-მ ჩაატარა. მასში 26 ქვეყნიდან თითქმის 5000 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც სთხოვეს დაესახელებინათ ქვეყნები, სადაც, მათი პირადი გამოცდილებით, ყველაზე თავაზიანი ხალხი ცხოვრობს. გერმანია ლიდერი გახდა გერმანელების ისეთი თვისებების წყალობით როგორიცაა პირადი სივრცის პატივისცემა, პუნქტუალურობა და სხვების მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულება.
ყოველდღიური ქცევის ეს თავისებურებები ქმნის კომფორტულ და მეგობრულ ატმოსფეროს.
გლობალურ რეიტინგში პირველობა იაპონიამ მიიღო, თუმცა ევროპულმა ქვეყნებმა ყველაზე თავაზიანი ერების სიაში ადგილების ნახევარზე მეტი დაიკავეს. გერმანიის გარდა, პირველ ათეულში ასევე შედიოდნენ შვედეთი, დანია, ირლანდია და ნიდერლანდები. გამოდის რომ სწორედ ევროპული ქვეყნები ასოცირდება ყველაზე ხშირად კარგ მანერებთან.