განვითარებულმა ქვეყნებმა განვითარებად ეკონომიკებს ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 270 მილიარდი დოლარი გამოუყვეს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად - ნათქვამია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშში.

2023 წელს დაფინანსების მოცულობამ 132.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2024 წელს - 136.7 მილიარდი დოლარი.

კლიმატურ ინვესტიციებში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის სამიზნე დონე პირველად 2022 წელს იქნება გადაჭარბებული (115.9 მილიარდი დოლარი).

„2024 წელს 100 მილიარდი დოლარის ოდენობის მიზანი ზედიზედ მესამე წელია გადაჭარბებულია, რაც ნათლად აჩვენებს განვითარებადი ეკონომიკის მხარდაჭერის მკაფიო ვალდებულებას კლიმატის ცვლილებასთან შერბილებისა და ადაპტაციის კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მათიას კორმანმა.

მისი თქმით, ეს „განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილების მიზნების მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“.

წყარო: interfax