„საქართველოში კოსმეტიკაზე მოთხოვნა მზარდია და მომავალშიც ასე გაგრძელდება“ - ამის შესახებ რადიო კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას HEAN Georgia-ს დამფუძნებელმა მარიამ ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს კოსმეტიკური საშუალებები არა მხოლოდ საჭიროება, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაცაა.

გლობალურად სილამაზის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. პროგნოზებიც სწორედ იმას ამბობს, რომ ეს ზრდა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. დღეს კოსმეტიკის პროდუქტები აღარ არის მხოლოდ საჭიროება, არამედ ეს გახდა თვითგამოხატვის საშუალება.

საქართველოშიც მოთხოვნა კოსმეტიკურ საშუალებებზე მზარდია. ჩვენ ( HEAN Georgia) გვაქვს პირველი კონცეპტუალური სტენდი გახსნილი ქვეყანაში და რომ ვაკვირდებით დინამიკას მთელ რიგ პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.ცხადია, რომ ამ პროცესს ხელი ონლაინ სივრცის განვითარებამაც შეუწყო, ვგულისხმობ ინსტაგრამს ტიკტოკს და ა.შ.“- განაცხადა მარიამ ხუციშვლიმა.