ევროკავშირის მოქალაქეთა 53% ბლოკში უკრაინის დაჩქარებით გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მომხრეა – 47%, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც საერთაშორისო „ბერტელსმანის ფონდმა“ ივნისში ჩაატარა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების 16 795-მა მოქალაქემ.
ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მომხრეა უკრაინელთა 83%.
აღსანიშნია, რომ მომდევნო წლებში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ყველაზე სკეპტიკური დამოკიდებულება გერმანიასა და რუმინეთში აქვთ. უკრაინის ინტეგრაციას მხარს უჭერს გამოკითხული გერმანელების 41%, ხოლო რუმინელების – 40%.
დაჩქარებული წესით უკრაინის გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა, სადაც აღნიშნული პროცესის მომხრე გამოკითხულთა 69% გამოვიდა.
ცნობისთვის, 12 ოქტომბერს უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნაზე თანხმობა ევროკავშირის ყველა წევრმა განაცხადა.