გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, ამის შესახებ Reuters-ი გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა დაასახიჩრეს 518 ბავშვი, უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე 480 თავდასხმა განახორციელეს  და 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

ანგარიშის ავტორი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბაა.