ევროკავშირი და იაპონია ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ს წინადადებას G7 ქვეყნებისადმი რუსეთში ექსპორტის სრული აკრძალვის შესახებ.
როგორც Financial Times-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, G7-ის ლიდერების განცხადება მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სექტორული სანქციების რეჟიმის შეცვლის დაპირებას ექსპორტის სრულ აკრძალვაზე, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ექსპორტის სრული აკრძალვა მოიცავს გამონაკლისს სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და სხვა პროდუქტებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი უკმაყოფილოა რუსული სანქციების გვერდის ავლით, რადგან მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა შეიძინოს დასავლური ტექნოლოგია ომის საწარმოებლად.
მაგრამ იაპონიასა და ევროკავშირში ასეთი აკრძალვის განხორციელება არარეალისრად ითვლება. ოფიციალური პირების თქმით, სანქციების მე-10 პაკეტის ექსპორტის სრული აკრძალვით ჩანაცვლებამ და დამატებითმა გამონაკლისებმა შეიძლება შეასუსტოს აქამდე არსებული სანქციები.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე G7-ის პარტნიორებთან საუბრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ აშშ „აგრძელებს რუსეთის ანგარიშვალდებულების დაკისრების გზების ძიებას“.
G7-ის ლიდერები 19 მაისს ჰიროშიმაში შეხვდებიან სამდღიან სამიტზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგებზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, მწვანე ინვესტიციებსა და ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე.