"არ შემიძლია აზერბაიჯანის სახელით ვილაპარაკო, ეს არასწორი იქნება, მაგრამ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ," – განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მერვე სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიისას.

კითხვაზე პასუხად, შეიძლება თუ არა აზერბაიჯანთან შეთანხმება გახდეს პირველი ნაბიჯი ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ, ფაშინიანმა საქართველოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ეს რეგიონის სხვა ქვეყნის – საქართველოს, ევროპულ პერსპექტივასთანაც არის დაკავშირებული".

"სომხეთში ამ კანონის მიღება ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ერთი წლის წინ საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ვერ ვიტყვი ზუსტად, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიც არის, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში ვფიქრობ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია," – აღნიშნა ფაშინიანმა ფორუმზე.