საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით.

შესაბამისად, მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] მოქალაქეების მიერ.

საქსტატის ინფორმაციით, „საერთო ჯამში 2025 წლის  მესამე კვარტალში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსულთაგან 40.7 პროცენტი 31-50 წლის მოგზაური იყო“.