პარიზში ოთახი – ინსტალაცია გამოჩნდა, სადაც მსურველებს შეუძლიათ სცადონ ცხოვრება ექსტრემალურ კლიმატში.  „ევროპულსის“ ინფორმაციით, ოთახის შიგნით ტემპერატურა პლუს 50 გრადუსია. 

სტუმრებს ეპატიჟებიან სარბენ ბილიკზე, წაკითხვისთვის ან ფინჯანი ჩაის დასალევად.

სტუმრების თქმით, 3,5 კილომეტრის რეალური სიჩქარის ტრასაზე თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს 6 - 7 კილომეტრი საათში დარბოდნენ. გარდა ამისა, დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ მათ კითხვა გაუჭირდათ.

ინიციატივის ავტორი ფრანგი მკვლევარი კრისტიან კლოა. მისი თქმით, კლიმატის დათბობის ამჟამინდელი ტემპით, საფრანგეთში 50 გრადუსიანი სიცხე შეიძლება ნორმად იქცეს 2050 წლის შემდეგ. კლიმატის ოთახის მიზანია ხალხის წახალისება გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის Copernicus–ის ექსპერტების აზრით, გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირებაა. 2050 წლისთვის ევროპაში სათბურის გაზების გამონაბოლქვი საკმარისად უნდა შემცირდეს, რომ ყველა მათგანი ბუნებამ შეიწოვოს (მაგ. ხეები). ეს მიზანი ევროკავშირმა დაისახა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, რაშიც მთავარი წვლილი სათბურის გაზებს მიუძღვის.