თურქული FLO Retailing და Middle East Daher Group-ი მოლაპარაკებებს აწარმოებენ გერმანული კომპანია Adidas-ის რუსული ქსელის შეძენაზე. რუსული მედიის ცნობით, გარიგება სავარაუდოდ შემოდგომაზე დასრულდება.
Adidas-ი ორ სცენარს განიხილავს. პირველ შემთხვევაში, მაღაზიებმა შეიძლება შეინარჩუნონ ასოციაცია ბრენდთან, როგორც ეს Alshaya Group-მა გააკეთა Mothercare-ის მაღაზიებთან. ახლა ისინი Motherbear-ის ბრენდის ქვეშ მუშაობენ და ორიგინალურ საქონელს ყიდიან, რომელიც პარალელური იმპორტითაა შემოტანილი.
მეორე შემთხვევაში, ქსელის გადატვირთვა შეიძლება Inditex-ის ფორმატში მოხდეს, როდესაც Zara-ს, Bershka-ს, Pull & Bear-ის ნაცვლად სრულიად ახალი ბრენდები გაიხსნა, რომლებიც ესპანურს არ უკავშირდება.
2022 წლის მარტში გერმანულმა ბრენდმა რუსეთში ოპერაციების შეჩერებისა და საცალო მაღაზიების დროებითი დახურვის შესახებ გამოაცხადა. შემოდგომაზე კომპანიამ ქვეყანაში ბიზნესის შეწყვეტა გადაწყვიტა.
2022 წლის მესამე კვარტალში, რუსეთში ოპერაციების შეჩერების გამო, Adidas-მა 100 მილიონი ევრო დაკარგა, მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, ამავე მიზეზით, კომპანიამ 100 მილიონი ევროს ზარალი დააფიქსირა.