ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly ინდიანას შტატში ქარხნის მშენებლობაში 4,5 მილიარდ დოლარს ჩადებს, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური.

ქარხნის გახსნა, რომელშიც 400-მდე ადამიანი დასაქმდება, 2027 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. „ეს უნიკალური საწარმო Lilly–ს შესაძლებლობას მისცემს გამოიკვლიოს მედიკამენტების წარმოების ახალი გზები და გააფართოოს მედიკამენტების წარმოება კლინიკური კვლევებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი პროექტის გათვალისწინებით, კომპანიის ჯამური ინვესტიცია შეერთებულ შტატებში 2020 წლიდან 23 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

2024 წლის დასაწყისიდან Lilly–ს კაპიტალიზაცია თითქმის 52%-ით გაიზარდა (841 მილიარდ დოლარამდე), ხოლო S&P 500 საფონდო ინდექსმა მოიმატა დაახლოებით 20%.

interfax