შავი ზღვის აუზში გაუარესებულმა მდგომარეობამ გლობალურ ბაზარზე რეგიონიდან მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით შეშფოთება გაზარდა. ნეგატივი დაუმატა რიგ ქვეყნებში ანომალიურმა სიცხემ, რამაც ივლისში ხორბლის გლობალური ფასების წლიურად 9.9%-იანი ზრდა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს.

ივლისში მარცვლეულის ფასების ინდექსი ივნისთან შედარებით 3.4%-ით, ხოლო წლიურ გამოხატულებაში 6.9%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე