ევროზონის ეკონომიკა 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც გადახედილი მონაცემები წარმოადგინა.

წლიურად, ევროზონის მშპ 1.2%-ით გაიზარდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშპ წინა კვარტალთან შედარებით 0.4%-ით და გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა. Trading Economics-ის ცნობით, ექსპერტები საშუალოდ ორივე შეფასების დადასტურებას ელოდნენ.

წყარო: Interfax