ევროზონის ინვესტორების განწყობამ თებერვალში ივლისის შემდეგ მაქსიმუმამდე მოიმატა, გერმანიაში გაუმჯობესების ჩათვლით - აჩვენა ორშაბათის მონაცემებმა.
Sentix–ის გამოთვლილი ევროზონის ინვესტორების განწყობის ინდექსი თებერვალში მინუს 12,7 პუნქტამდე გაიზარდა იანვრის მინუს 17,7 პუნქტიდან. Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მინუს 16,3 ქულას ელოდნენ.