ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (Eurostat) ცნობით, ევროზონაში საცალო გაყიდვები ივნისში წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები საშუალოდ 0.4%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

გადახედული მონაცემებით, მაისში ეს მაჩვენებელი 0.3%-ით შემცირდა, რაც ადრე გავრცელებულ 0.47%-თან შედარებით ნაკლებია.

ივნისში სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები 0.2%-ით, არასასურსათო პროდუქტების (საწვავის გარდა) 0.6%-ით, ხოლო საავტომობილო საწვავის 0.4%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax – ზე