ევროსტატის საბოლოო მონაცემების თანახმად, მაისში ევროზონაში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა.
ამგვარად, ინფლაცია აპრილთან შედარებით, როდესაც ის 3%-ს შეადგენდა, დაჩქარდა და 2023 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ინდიკატორის დინამიკა დაემთხვა როგორც წინასწარ შეფასებას, ასევე Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს.