აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის მიგრაციული პოლიტიკა.  შოტლანდიაში ჩასულ ტრამპს ჟურნალისტებმა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც პრეზიდენტმა მათ უპასუხა: „გირჩევნიათ, ერთობლივად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა აღარ გექნებათ“.

შოტლანდიაში ჩასულმა  შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა მკვეთრად გააკრიტიკა ქარის ენერგეტიკის მასშტაბებიც . გლაზგოს პრესტვიკის აეროპორტში Air Force One-ს დაშვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კონტინენტისთვის ორი გზავნილი ჰქონდა.

„ეს იმიგრაცია ანადგურებს ევროპას“ და  თუ ევროპა არ შეაჩერებს ამ „საშინელ შემოჭრას“, ევროპა აღარ იარსებებს. „და მეორე რამ: შეაჩერეთ ქარის ტურბინები“, ისინი „ანადგურებენ თქვენი ქვეყნის სილამაზეს“, „ანადგურებენ თქვენს ულამაზეს მინდვრებსა და ხეობებს და კლავენ თქვენს ფრინველებს“, ისინი ასევე აზიანებენ ოკეანეებს," - თქვა მან. 

ტრამპმა ისიც თქვა, რომ ქარის შოტლანდიას პირდაპირ ანადგურებს.

„გააჩერეთ ქარის ტურბინები, ისინი ანადგურებს თქვენს ქვეყანას, თქვენს მშვენიერ მთებსა და ხეობებს, ხოცავს ჩიტებს“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 2019 წელს, „ტრამპ ინთერნეიშენალმა“ წააგო ხანგრძლივი სასამართლო დავა, გაეჩერებინა მსხვილი  ქარის ენერგიის ტურბინების მშენებლობა ჩრდილოეთის ზღვაში, აბერდინის სიახლოვეს, სადაც მისი ერთ-ერთი გოლფის კურორტი მდებარეობს. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ პროექტი, რომელიც 11 ქარის ტურბინას მოიცავდა, გააფუჭებდა ხედს მისი კურორტიდან.