ევროპის კონტინენტზე ცივი ჰაერის მასების შემოდინების შედეგად ზოგიერთ ქვეყანაში თოვლი მოვიდა, რამაც გარკვეული სირთულეები წარმოქმნა. დანიაში გაიყინა ავტომაგისტრალები, გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. თოვლი მოვიდა ასევე ბელგიაში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.

კონტინენტზე პოლარული ცივი ჰაერის მასების შემოდინების ფონზე ევროპის გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის ბელგიაში, მოთოვა.  სინიალ-დე-ბოტრანჟთან მდებარე მთის მწვერვალები თოვლითაა დაფარული.

ავსტრიაში არლბერგის უღელტეხილზე სატვირთოს მძღოლები იძულებული გახდნენ, მანქანებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები დაემაგრებინათ. პოლონეთში კი მძღოლებს ზამთრის საბურავების დაყენების რეკომენდაცია მიეცათ.

პოლონეთში მყოფ ტურისტებს აფრთხილებენ,  არ გაიარონ იმ მარშრუტებზე, სადაც ზვავის საშიშროება არსებობს.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ტემპერატურა ოთხშაბათს ღამით 10 გრადუსით დაეცა, ზღვის დონიდან 400 მეტრზე მდებარე რეგიონებში მოსული წვიმა კი თოვლში გადაიზარდა. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტი აცხადებს, რომ ხუთშაბათსა და პარასკევს ქვეყნის აღმოსავლეთში შესაძლოა 12 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდეს.

დანიაში კი ქარბუქმა და თოვლმა გზები გაყინა, რის გამოც გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია