ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის 1 ლიტრის ფასი 0,02 ევროთი 1,53 ევრომდე გაიზარდა, ხოლო დიზელის 1 ლიტრი საწვავი 0.03 ევროთი 1,45 ევრომდე გაძვირდა.
ევროპის ქვეყნებში საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და ისლანდიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს დაახლოებით 25-30%-ით აღემატება.
31 ივლისის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2,21 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.35 ევროს, დიზელის საწვავი - 1,88 ევროს;
ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 2.06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,22 ევროს, დიზელის საწვავი - 1,83 ევროს;
ფინეთში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს - 1.93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2,03 ევროს, დიზელის საწვავი - 1,85 ევროს.