ევროკავშირის ქვეყნებში მოხმარებული ენერგიის თითქმის 25% მოდის განახლებადი წყაროებიდან (ქარი, მზე, ბიოსაწვავი და სხვა მწვანე ენერგია, რომელიც არ უწყობს ხელს გლობალურ დათბობას). „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს არის ევროპის სტატისტიკური სააგენტოს, Eurostat-ის ბოლო მონაცემები.
ყველაზე მეტად ენერგიას განახლებადი წყაროებიდან იყენებენ შვედეთში (66,4%). მეორე ადგილზეა ფინეთი (50,8%), მესამეზე დანია (44,9%).
სიის ბოლოში მოხვდნენ ლუქსემბურგი (11,6%), ბელგია (14,7%) და მალტა (15,1%).
ქვეყნები, რომლებიც მოიხმარენ ყველაზე მეტ ალტერნატიულ ენერგიას (მთლიანი მოხმარებული ელექტროენერგიის პროცენტი)
შვედეთი (66.4%)
ფინეთი (50.8%)
დანია (44,9%)
ლატვია (43.2%)
ესტონეთი (40.9%)
ავსტრია (40.8%)
პორტუგალია (35.1%)
ლიეტუვა (31,9%)
ხორვატია (28%)
რუმინეთი (25.7%)