სავაჭრო ომის საფრთხემ, ევროპის ბაზარზე, გასული სამშაბათიდან, გაზის საბითუმო ფასის ზრდა გამოიწვია: 1 მეგავატი ბუნებრივი აირის ღირებულებამ ნიდერლანდების მთავარ ფიუჩერსულ ბირჟაზე 54 ევროს გადააჭარბა, რაც 2023 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მართალია, ამერიკული ტარიფები ევროპულ ბირჟაზე პირდაპირ გავლენას, პრინციპში, არ ახდენს, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი შეიძლება გაზის ბაზარზე მაინც აისახოს. მითუმეტეს, ამის გათვალისწინებით, აშშ ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი მიმწოდებელია. „ამერიკის ენერგომატარებლების ექსპორტი ევროპაში ტარიფებს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ „კბილი კბილის წილ“-ის პოლიტიკას შეუძლია, ევროპაში ნაკადები შეცვალოს“, - ამბობს „რაბობანკის“ ანალიტიკოსი, ფლორენს შმიტი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკელებს შეუძლიათ, მოწოდებული გაზის ფასი გაზარდონ, რაც მთელ ბაზარსა და სამომხმარებლო სექტორზე მოახდენს გავლენას.

თუ ფასის ზრდა გაგრძელდებოდა, ის ცვლადი ტარიფის კონტრაქტებზე მყისიერად, თუმცა, უმნიშვნელოდ აისახება, ფიქსირებულ კონტრაქტებზე კი ცვლილებები მხოლოდ მარტში გახდება თვალშისაცემი, რადგან მომწოდებლებმა სატარიფო ბარათების კორექტირება მხოლოდ თვის დასაწყისში მოახდინეს.

ტარიფის ზრდას, ჯერჯერობით, შეზღუდული ხასიათი აქვს, თუმცა, გაზისა და ელექტროენერგიის ფიქსირებული ტარიფები ყველაზე იაფმა მიმწოდებელმა, „ტოტალმაც“ კი გაზარდა...

თუმცა, გაზის ფიქსირებული ტარიფი ორჯერ იმაზე იაფი რჩება, ვიდრე სამი წლის წინ იყო, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო.

ომის დაწყების მომდევნო თვეებში ეს ტარიფი კვლავ გაიზარდა და კრიზისის პიკზე, კვტ/სთ-ზე 25 ცენტს მიაღწია, თანაც ცვლადი კონტრაქტით, რადგან არცერთ მომწოდებელს ფიქსირებული კონტრაქტის შეთავაზება არ სურდა.

ელექტროენერგიას, რომელმაც 2022 წლის ოქტომბერში გიჟურ ფასს (60 ცენტი ერთი კვტ/სთ - ცვლადი კონტრაქტებისთვის) მიაღწია, კვლავ 16-18 ცენტამდე (1 კვტ/სთ - ფიქსირებული კონტრაქტებისთვის) ჩამოვიდა, რის შემდეგაც ზოგიერთმა მომწოდებელმა ფასები გაზარდა, ზოგმა კი შეამცირა.

წყარო: 1tv.ge