მიმდინარე წლის 10 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან ბიუჯეტში შესული თანხა, რომლებიც მოქალაქეებმა ჯარიმების სახით გადაიხადეს, 29 მლნ ლარით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 217 763 035 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 189 165 884 ლარი.
მიმდინარე წლის 10 თვეში სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 36 მლნ ლარითაა გაზრდილი