ევროპარლამენტმა მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „საბრძოლო წარმოების მხარდაჭერის კანონის“ მიღებაზე, რომელიც ევროპის თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია.
ამ კანონის მიღება შესაძლებელს გახდის ევროკავშირის ბიუჯეტიდან სასწრაფოდ გამოიყოს 500 მილიონი ევრო საარტილერიო საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გასაფართოებლად.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებს გრანტის სახით მიეცემა.
შეთანხმება, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს შევა ძალაში.