დღეს დილით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ის ევროპის დღეს უკრაინის დედაქალაქში აღნიშნავს.
ფონ დერ ლაიენმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მოხარულია დაბრუნდეს კიევში, სადაც ყოველდღე იცავენ ევროპელებისთვის ძვირფას ფასეულობებს და კიევი შესაბამისი ადგილია ევროპის დღის აღსანიშნავად.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, რომ 9 მაისი ევროპის დღედ უკრაინაშიც გამოცხადდეს.
მიმდინარე წლის 8 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, ყოველი წლის 9 მაისს უკრაინა ევროპის დღეს აღნიშნავს.