ევროკომისია გეგმავს შეცვალოს ევროკავშირის რეგულაცია ავიარეისის დაგვიანების შემთხვევაში მგზავრების კომპენსაციის ოდენობის შესახებ.
ევროკავშირის მგზავრთა უფლებების ამჟამინდელი რეგულაცია, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული, ითვალისწინებს ფინანსურ კომპენსაციას ფრენის სამი საათის ან მეტი დაგვიანებისთვის. მანძილის მიხედვით, მოგზაურებს შეუძლიათ მიიღონ 250 ევროდან 600 ევრომდე.
ახალი წესების მიხედვით, კომპენსაცია გადაიხდება მხოლოდ 5 საათის დაგვიანებით 3500 კმ-მდე ფრენისთვის და 9 საათის დაგვიანებით 3500 კმ-ზე მეტი ფრენისთვის ევროკავშირის ფარგლებში.
ცვლილებები ასევე შეეხება მარშრუტებს ევროკავშირის გარეთ: კომპენსაცია მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება იქნება მინიმუმ 12 საათი.
ექსპერტების შეფასებით, ახალი წესების შედეგად მომავალში კომპენსაციის გარეშე მგზავრების 85% დარჩება.
ჯერ კიდევ გაურკვეველია განხორციელდება თუ არა რეფორმები შემოთავაზებული ფორმით. მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციების პროტესტებმა შეიძლება გამოიწვიოს დაგეგმილი ინოვაციების კორექტირება ან გაუქმება.