წლიური ინფლაცია ევროზონაში 6.9%-ია, ევროკავშირში - 8.3%. ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 2023 წლის მარტში ყველაზე დაბალი წლიური ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა:
ლუქსემბურგში (2.9%);
ესპანეთში (3.1%);
ნიდერლანდებში (4.5%).
ყველაზე მაღალი:
უნგრეთში (25.6%);
ლატვიაში (17.2%);
ჩეხეთში (16.5%).