ევროკავშირში ელექტრო სკუტერების სიჩქარე შეიძლება შეიზღუდოს საათში 20 კილომეტრსაათამდე. ამ ინიციატივით გამოვიდა ევროპის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთიანი წესები ყველა ქვეყნისთვის ხელს შეუწყობს ელექტრო სკუტერებით ავარიების რაოდენობის შემცირებას.
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრო სკუტერებით ავარიის შედეგად 119 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტების ზუსტი რაოდენობა, რომლებშიც ადამიანები დაშავდნენ, უცნობია, რადგან ბევრ დაზარალებულს დახმარებისთვის არ მიუმართავს.
გარდა ამისა, ექსპერტებმა შესთავაზეს 16 წლის ასაკში ელექტრო სკუტერების გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება, მძღოლებისთვის ჩაფხუტის ტარება და მკაცრი ჯარიმების დაწესება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. ასევე, მათ ურჩიეს ღამით სკუტერების გაქირავება შეზღუდონ. ფინეთში ასეთი ზომები უკვე იქნა მიღებული და ამან ხელი შეუწყო დაშავებულთა რაოდენობის შემცირებას.