მიმდინარე სეზონის ორმოცდაათი კვირის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა 31,3 მლნ ტონა ხორბალი გაიტანეს ექსპორტზე, რაც 11%-ით მეტია გასული სეზონის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ევროკომისია იუწყება.
რბილი ხორბლის ექსპორტმა მიმდინარე სეზონში 30,0 მლნ ტონა (+13%) მიაღწია, მტკიცე ხორბლის - 0,713 მლნ ტონა (-27%), რბილი ხორბლის ფქვილის - 0,443 მლნ ტონა (-14%).
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორად რჩება საფრანგეთი, რომელმაც ამ სეზონზე 10,2 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა საგარეო ბაზრებზე, მას მოსდევს რუმინეთი და გერმანია.
მაროკო (4,7 მლნ ტონა), ალჟირი (4,1 მლნ ტონა), ნიგერია (2,8 მლნ ტონა) და საუდის არაბეთი (1,5 მლნ ტონა) ამ სეზონზე ევროკავშირიდან რბილი ხორბლის ექსპორტის მთავარი მიმართულებები გახდა.
მყარი ხორბალი ძირითადად ტუნისმა (0,2 მლნ ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროებმა, ტანზანიამ, ისრაელმა და ალჟირმა შეიძინეს.