ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში მარტში 28,8%-ით, 1,088 მილიონ ერთეულამდე, გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. ინფორმაციას ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია (ACEA) აქვეყნებს
გასულ თვეში ევროკავშირის ყველა უმსხვილესმა ბაზარმა გაყიდვების ორნიშნა ზრდა აჩვენა: ესპანეთმა - 66,1%, იტალიამ - 40,7%, საფრანგეთმა - 24,2%, გერმანიამ - 16,6%.
მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) 26,1%-ით გაიზარდა მარტში და 1,42 მილიონ ავტომობილი შეადგენდა.
Volkswagen ჯგუფის (VW) მანქანების გაყიდვები (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) ევროკავშირში გასულ თვეში 35%-ით გაიზარდა და 275757 ერთეული შეადგინა. VW-ის ევროკავშირის ბაზრის წილი 25.3%-მდე გაიზარდა 24.2%-დან.
Stellantis-ის ავტოკონცერნის (კომბინირებული Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ის მიერ) ავტომობილების გაყიდვები 29%-ით გაიზარდა და 216,862 ერთეული შეადგინა. Stellantis-ის საბაზრო წილი 19,9%-ის დონეზე დარჩა.
Renault Group-ის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა და 110496 ავტომობილი შეადგინა, Hyundai Group-ის (მოიცავს Kia) - 9%-ით 83376 ავტომობილამდე.
Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, BMW-სი - 28%-ით, Mercedes-Benz-ის - 20%-ით.
Tesla Inc.-ის ელექტრო მანქანების გაყიდვები ევროკავშირში 1,8-ჯერ გაიზარდა, 40 777 ერთეულამდე.
მთლიანობაში, რეგიონში ელექტრომობილების გაყიდვები 1,6-ჯერ გაიზარდა და 151 573 მანქანა შეადგინა. ელექტრომობილების წილი ევროპის ბაზარზე მარტში 13,9%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირის ავტომობილების გაყიდვები 2023 წლის პირველ კვარტალში 17,9%-ით გაიზარდა და 2,65 მილიონი ერთეული შეადგინა.