ბულგარეთისა და უნგრეთის ზეწოლის გამო, ევროკავშირის ლიდერების 15-16 ოქტომბრის ბრიუსელის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტის თანახმად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აღარ საჭიროებს „რაც შეიძლება სწრაფად“ წინსვლას. 

თითოეული სამიტის წინ ევროკავშირის 27 ქვეყანა წინასწარ ამზადებს საერთო დასკვნებს, რომლებიც შესაძლოა შეხვედრის დასრულებამდე იცვლებოდეს.

13 ოქტომბრით დათარიღებულ დასკვნების პროექტში ნათქვამი იყო: „ევროპული საბჭო... მოელის ყველა სხვა კლასტერის გახსნას რაც შეიძლება მალე, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად“. 13 ოქტომბერს ევროკავშირმა გაფართოების პროცესში კიდევ ორი ​​კლასტერი — რეფორმების ის ნუსხა, რომელიც უკრაინამ ბლოკში გაწევრიანებისთვის უნდა განახორციელოს — გახსნა; მოსალოდნელია, რომ დარჩენილი ორი კლასტერი დეკემბერში გაიხსნება.

თუმცა, 14 ოქტომბრის მდგომარეობით, დასკვნების პროექტი აღარ შეიცავს სიტყვებს „რაც შეიძლება მალე“.

სამმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ სწორედ ბულგარეთი და უნგრეთი ითხოვდნენ ამ ჩანაწერის ამოღებას; მათი მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ ფორმულირება ივნისში არსებულის იდენტური დარჩენილიყო.

ვრცლად kyivindependent.com – ზე