ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დააჩქარებს, რათა ქვეყანას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით - ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ“, - აღნიშნა ბრეტონმა.
მისი თქმით, ევროკავშირი, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, უკრაინას მილიონ ერთეულ მსხვილკალიბრიან იარაღს მიაწვდის.