ევროკავშირი სომხეთში სამი ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მშენებლობას დააფინანსებს. მათგან ორი თურქეთის, ხოლო ერთი აზერბაიჯანის ნახიჩევანის მიმართულებით, იერასხში განთავსდება.

ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის ელჩმა, ვასილის მარაგოსი გამოცემა CivilNet-თან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირის ახალი დაფინანსება სომხეთის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას, მათ შორის ქვეყნის „შუა დერეფანში“ ინტეგრაციას და „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განვითარებას მოხმარდება.

მარაგოსის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რის შემდეგაც ევროკავშირი უშუალოდ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში განახორციელებს ინვესტიციას.

მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე განიხილავს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი TRIPP-ის („ტრამპის მარშრუტი“) პროექტთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ყურადღება ჩრდილოეთის სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე იქნება გამახვილებული.