აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ორპარტიულ კანონპროექტს. კანონპროექტის მთავარი ინიციატორი სენატორი ლინდსი გრემი იყო, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი მანამდეც ამბობდნენ, რომ ადმინისტრაცია მზად იყო, ამ პაკეტისთვის მხარი დაეჭირა. მათივე თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მაშინ ბუნდოვანი იყო, დაუჭერდა თუ არა მხარს კანონპროექტს უშუალოდ ტრამპი.

სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი აცხადებდა, რომ თეთრი სახლი, გრემთან ერთად, მჭიდროდ მუშაობდა ამ კანონპროექტზე.

ტუნის თქმით, ლინდსი გრემს სანქციების პაკეტი „ყველაზე მეტად ადარდებდა“.

სანქციების პაკეტი დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობის, ურანისა და ბუნებრივი აირის შემსყიდველები არიან.